ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს. სტრასბურგში მიღებული რეზოლუცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. დოკუმენტში გმობენ ოკუპაციას, მცოცავ ანექსიას და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. გარდა ამისა, რეზოლუციაში საუბარია იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით მიაღწია. ანგარიშში ნახსენებია პოლარიზაციაც და ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რომის შესრულებაც მთავარი წინაპირობაა კანდიდადტის სტატუსის მისაღებას. სესიაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს მხარსაჭერისთვის და ევრორეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
