პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით შეასრულეს. უპილოტო საფრენი აპარატები ტექნოლოგიურად გამორჩეულია, „ფლაი აი“ - შექმნილია ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად, რაც შეეხება მეორე საფრენ აპარტას „ვორ მეითს“ - საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აპარატს აქტიურად იყენებენ, როგორც პოლონეთის არმიაში, აგრეთვე ,ნატოს წევრ და სხვა არაწევრ სახელმწიფოებში. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია „ვორ მეითისა“ და „ფლაი -აის“ უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობი ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენების შემდეგ პრემიერმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნისა და სამხდრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა.
