12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რამდენიმე მეტროსადგურის შესასვლელში კი მარტივი დახრილი ლიფტები დამონტაჟდება. მეტროსადგურებს რეაბილიტაცია იბიარდის მიერ გამოყოფილი სესხით ჩაუტარდება. შეთანხმებას, რომელიც 50 მილიონ 600 ათასი ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას გულისხმობს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელი უკვე მოეწერა. პარალელურად უნდა განხლდეს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია. თავიდან შეირჩა კონტრაქტორი კომპანია, ეს ბადა კონტრაქშენია რომელსაც მეტროს რეაბილიტაციისთვის 18 თვე და 14 მილიონი ლარი აქვს განსაზღვრული
