სააპელაციო სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა
მეორე ინსტანციაში ორივე მხარე დავობდა. პროკურატურა ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით თანხების გათეთრებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა წარდგენილი ბრალდება თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა. მუხლის ხანდაზმულობის გამო კი მათ სასჯელი არ განესაზღვრათ. განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდათ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს, მათ მიაჩნიათ რომ მათ მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენი უნდა დამდგარიყო. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სააპელაციო სასამართლომ, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილების დეტალებზეა საუბარი
