კინზინგერის მიზანმიმართული დეზინფორმაცია
ადამ კინზინგერს ქართველმა პოლიტიკოსებმა შეახსენეს, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უკვე 15 წელია აღარ აქვს. ეს განმარტება მას შემდეგ გახდა საჭირო , რაც ყოფილი კონგრესმენი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართა. „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“ დაწერა ადამ კინზინგერმა „ტვიტერში“. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კინზინგერს მიკერძოებული პოზიცია აქვს და ეს განცხადებაც მისი მხრიდან პროპაგანდისტული გზავნილია.
