ავღანეთში ყინვას 158 ადამიანი ემსხვერპლა
ბოლო ორ კვირაში, ავღანეთში ძლიერ ყინვას 158 ადამიანი ემსხვერპლა. "ბიბისის" ინფრომაციით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოში ჰაერის ტემპერატურამ მინუს 34 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ეს კი ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე ცივი ზამთარია. რთულ მეტეორლოგიურ პირობებს მოძრაობა „თალიბანის“ მმართველობა ემატება, რის გამოც ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. მოსახლეობის დიდ ნაწილს გათბობა და თბილი ტანსაცმელი არ აქვს.
