თავდასხმა ესპანეთის ორ ეკლესიაში
ესპანეთში ორ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაჩეტეთი შეიარაღებული თავდამსხმელი ჯერ სან-ისიდროს ეკლესიაში შეიჭრა, სადაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სასულიარო პირი მძიმედ დაჭრა, შემდეგ კი მეორე ეკლესიაში შეიჭრა და ერთი ადამიანი მოკლა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მალევე დააკავეს. როგორც ცნობილია საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.