კორუფციული სკანდალი უკრაინაში
ომის პარალელურად კორუფცია უკრაინაში და დასვენებლად წასული მაღალჩინოსნები. თანამდებობიდან გათავისუფლდა დავით არახამიას მოადგილე, რომელმაც, ერთერთი სასულიერო პირისგან საომარ ვითარებაში ყოფნის დროს, კიევის ცენტრში 55 მილიონ გრივნად ბინა იყიდა. მოხსნილია თავდაცვის მინისტრის მოადგილეც, მიზეზი ჯარისკაცების საკვებისთვის გადარიცხული თანხების თაღლითურად მითვისებაა. კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი 5 რეგიონის გუბერნატორი, მათ შორის დნეპრის გუბერნატორმა გავრცელებული ინფორმაციით, ფონდიდან მილიარდნახევარი გრივნა მიითვისა. გენერალური პროკურორის მოადგილე საბრძოლო მოქმედებების დროს დასასვენებლად მალიორკაზე წავიდა და ფოტოებიც თავადვე ატვირთა. უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა საჭირო რეფორმების გატარებას განაგრძობს.
