კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მესამედ სამი წლის ვადით კახა ბექაური აირჩიეს
არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ის პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.
