უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მე-5 შეხვედრა გაიმართა
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირმა, დადებითად შეაფასა საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მისიებში. შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი.
