"ნაციონალური მოძრაობის" შიდა პარტიული არჩევნებისთვის 49 756 ადამიანი დარეგისტრიდა
ხმის მიცემის პროცესი კი 28 იანვარს დაიწყება. კენჭისყრა ფარულია. თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან. კლანებს შორის ბრძოლა მწვავე დაპირისპირების ფონზე, ნაციონალური მოძრაობის ტრადიციული მეთოდებით მიმდინარეობს, მათ შორის კონკურენტები ერთმანეთს ფარულ ჩანაწერებს უქვეყნებენ. კამპანიის პარალელურად ინაწილებენ თანამდებობებსაც. გიორგი მუმლაძემ პარტიის გენერალური მდივნობა მიხეილ სააკაშვილის ძმას, დავით სააკაშვილს შესთავაზა.