გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო
პრემიერმა, თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. ლიცეუმს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება. მთავრობის მეთაურმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია ოთხას კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, ასევე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია.
