"ნაციონალურ მოძრაობაში" ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა
ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება. კენჭისყრა ფარულია. თავმჯდომარეობისთვის კი ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი იბრძვიან. შიდაპარტიული არჩევნებისთვის კამპანია მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს და კლანებს შორის ბრძოლა "ნაციონალური მოძრაობისთვის" დამახასიათებელი მეთოდებით მიმდინარეობს, მათ შორის კონკურენტები ერთმანეთს ფარულ ჩანაწერებს უქვეყნებენ.
