გადაწყვეტილება მიღებულია. შეერთებული შტატები უკრაინას „აბრამსის“ ტიპის 31 ტანკს გადასცემს
ტანკების გამოყენებას უკრაინელ სამხედროებს, ამერიკელი ინსტრუქტორები ასწავლიან. თეთრი სახლის განმარტებით, უკრაინისთვის ტანკების გადაცემას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. „ლეოპარდ 2“-ის ტიპის ტანკებს მიიღებს უკრაინა გერმანიისგანაც. ბერლინი უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემის უფლებას სხვა ქვეყნებსაც აძლევს.
