უკრაინა რუსეთის აგრესიის ახალ ტალღას ელის
უკრაინა რუსეთის აგრესიის ახალ ტალღას ელის. ამის გამო დასავლეთისგან მტრის მოსაგერიებლად მეტ სამხედრო ტექნიკას ითხოვს. ხანგრძლივი ყოყმანისა და დიპლომატიური ზემოქმედების შემდეგ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდ 2 - ის“ ტიპის ტანკების მიწოდებას დათანხმდა, ოლაფ შოლცმა სხვა ქვეყნებსაც მისცა უფლება მიაწოდონ უკრაინას „ლეოპარდები“, როლებიც შეიარაღებაში აქვთ. რუსეთი გერმანიის ამ ნაბიჯში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს ხედავს და ფრონტის ხაზზე დასავლური ტანკების განადგურებით იმუქრება. ასევე ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები უკრაინას „აბრაამსის“ ტიპის ტანკებს მიაწვდის.
