მერია უსახლკაროთა დაბინავებას აგრძელებს
კახა კალაძის წინასაარცევნო დაპირების შესაბამისად, მერია უსახლკაროთა დაბინავებას აგრძელებს. ბინა კიდევ 80-მდე ადამიანს გადაეცემა. საკუთრებას თბილისის მთავრობა თავშესაფრის მაძიებლებს 3 წლის ვადით გადასცემს. თუ ამ დროის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება, საცხოვრებელი მათ გადაეცემათ, ვისთვისაც უფრო საჭირო იქნება.
