რელიგიის საკითხთა სააგენტომ უსინათლოთა სკოლას უმასპინძლა
საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა, 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებს, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, სოციალური პროექტის „უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად“ ფარგლებში, უმასპინძლა და საჩუქრად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ძველი აღთქმის მეოთხე კანონიკური წიგნი გადასცა. ასევე იწყება ახალი, მესამე სოციალური პროექტი, „ტაძრებში ხატებთან განთავსებული ლოცვები ბრაილის შრიფტით“, რომლის მიზანიცაა დაეხმაროს შშმ პირებს, კერძოდ უსინათლოებსა და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეებს, ტაძრებში ხატების ქვეშ განთავსებული ლოცვებისა და ტროპარ-კონდაკების წაკითხვასა და აღქმაში.
