გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში სასამართლო მსჯელობს
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში სასამართლო მსჯელობს. რესპუბლიკურ კლინიკაში გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის საქმის ერთადერთი ბრალდებული კლინიკის მთავარი ექთანია, რომელსაც ბრალად დოკუმენტების გაყალბება ედება. დაცვის მხარე, როგორც ცნობილია, შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. სხდომას არ ესწრება დაზარალებული ოჯახი. დაღუპული ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ ოჯახი მკურნალობის პროცესში ჩართული პირების დასჯას და გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს
