ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის
ქუთაისის მერია უკრაინის ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. განცხადება ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. ადგილობრივი ხელისუფლება ამგვარად უკრაინის ქალაქ დნიპროს მერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქუთაისიდან დახმარების საჭიროებაზე საუბრობდა. ირაკლი შენგელიას თქმით, გენერატორი დამეგობრებულ ქალაქ დნიპროში უახლოეს პერიოდში გაიგზავნება. ფაქტს დადებითად გამოეხმაურა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სტრატეგია აღმაშენებლიდან.
