ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ამის შესახებ საუბარია იმ რეზოლუციაში, რომელიც სტრასბურგში რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით მიიღეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ჩანაწერი რეზოლუციაში ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოხვდა. დოკუმენტში მკაფიოდ წერია, რომ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც 2008 წელს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ატარებდა. რეზოლუცია რეიკიავიკის სამიტს უკავშირდება, რომელიც მაისში მთავრობათა და სახელმწიფოების მეთაურების დონეზე გაიმართება.
