პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. ამასთან ირაკლი ღარიბაშვილმა და შალვა ლომიძემ 2023 წლის გეგმები და დაზვერვის სამსახურის განვითარების პრიორიტეტები განხილეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე შეფასდა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
