ამერიკის კინოაკადემიამ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა
ამერიკის კინოაკადემიამ 2023 წლის „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა. რეკორდსმენი გახდა დენიელ შაინერტისა და დენ კვანის ფილმი „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“, რომელიც 11 ნომინაციაზეა წარდგენილი. საუკეთესო რეჟისორის ტიტულისთვის ტოდ ფილდი, რუბენ ესტლუნდი, მარტინ მაკდონა, დენ კვანი, დენიელ შაინერტი და სტივენ სპილბერგი იბრძოლებენ. მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის კატეგორიაში აკადემიამ ხუთი მსახიობი- ბრენდან ფრეიზერი, კოლინ ფარელი, ოსტინ ბატლერი, პოლ მესკალი და ბილ ნაიი გამოარჩია. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარზე მიშელ იეო, კეიტ ბლანშეტი, ანა დე არმასი, მიშელ უილიამსი და ანდრეა რაიზბორო არიან დასახელებული. დაჯილდოების 95-ე ცერემონია 12 მარტს გაიმართება.
