1 ივნისიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა სავალდებულო ხდება
1 ივნისიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა სავალდებულო ხდება. ამ მიზნით ბიზნესოპერატორებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ახალი სტანდარტის შესახებ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვა საშუალებას იძლევა, წინასწარ განისაზღვროს და გაკონტროლდეს სურსათის წარმოება-რეალიზაციის პროცესში არსებული პოტენციური საფრთხეები და, შესაბამისად, მომხმარებელს უვნებელი სურსათი მიეწოდოს.
