საქართველოს უსაფუძვლო დისკრედიტაცია საერთაშორისო არენაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი უკრაინელი დიპლომატის მორიგ ხმაურიან განცხადებას
საქართველოს უსაფუძვლო დისკრედიტაცია საერთაშორისო არენაზე - ასე აფასებს მმართველი გუნდი უკრაინელი დიპლომატის მორიგ ხმაურიან განცხადებას. დეპუტატების შეფასებით ანდრეი კასიანოვი რუსეთთან ფრენის აღდგენის საკითხით სპეკულაციას შეუერთდა და ამ კონტექსტში საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი წამოჭრა. „ქართულ ოცნებაში“ კასიანოვის განცხადება არამეგობრულად შეაფასეს და კიდევ ერთხელ შეახსნეს , რომ ბრალდებებს მტკიცებულებები სჭირდება.
