საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის პორტთან მოლაპარაკებებს უარყოფს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოჭის პორტთან მოლაპარაკებებს უარყოფს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებს გულისხმობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია. შეგახსნებთ გუშინ , რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ტასს"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ სოჭის საზღვაო პორტი, შავი ზღვით საქართველოში სამგზავრო გადაყვანაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტო სოჭის პორტის გენერალური დირექტორის იური ვლადიმეროვზე დაყრდნობით წერდა.
