სტრასბურგში განცხადებები გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ
სტრასბურგში განცხადებები გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ . ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ - ბურიჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ქართული დელეგაციის წევრები ბურიჩის გზავნილს გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯებისა და პროგრესის ფონზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს.
