პრემიერ-მინისტრი ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
პრემიერ-მინისტრი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით- ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის დიდი დანაკლისია. 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი ალექსიძის დამსახურებას დარგის განვითარებისათვის ფასდაუდებელს უწოდებს
