ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
შეხვედრაზე მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებისგან ახალი ინიციატივები მოისმინა და კონკრეტული დავალებები გასცა. პრემიერი დაინტერესდა იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესის მიმდინარეობით. მისი გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 19- მილიონ 695 ათასი ლარი გამოიყო.
