პრემიერ-მინისტრი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისკენ.
