გივი მიქანაძე იმ კომიტეტის მუდმივ წევრად დაამტკიცეს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზეა პასუხისმგებელი
მისი კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფებმა: სოციალისტებმა, დემოკრატებმა და მწვანეებმა წარადგინეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ კომიტეტის, ახალი შემადგენლობა განსაზღვრა. კომიტეტს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა 46 წევრი ქვეყნიდან ევალება.