პრემიერი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ფრანგულმა კომპანიამ "ტავ აეროპორტის" აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობა დასრულების ფაზაშია.
