კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის მთავარ ექთანს ბრალი წარედგინა. გამოძიება მას დოკუმენტების გაყალბებას ედავება. ოჯახი ბრალდებულთა წრის გაფართოებას ითხოვს. დღეს გარდაცვლილის მამამ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელზე დაყრდნობითაც ამბობს, რომ მისი შვილი მედიკამენტოზური ზედოზირებით დაიღუპა . კლინიკის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს, ყოფილი დირექტორი მედიკამენტოზურ ზედოზირებას გამორიცხავს
