სროლის დროს დაღუპული პოლიციელი დაკრძალეს
საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპული პოლიციელი, 37 წლის ოთარ ღვინაშვილი სამხედრო პატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. პოლიციის თანამშრომელს სასიკვდილო ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ის საგარეჯოში, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობდა.
