ირაკლი კობახიძემ კასიანოვის განცხადებას სამარცხვინო უწოდა
საქართველოში უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა განაცხადა. ანდრეი კასიანოვი აცხადებს რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება „თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში. კასიანოვის ამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა ირაკლი კობახიძემ.
