ვითარება უკრაინაში
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 11 თვე გავიდა. ოკუპანტები, სარაკეტო შეტევებს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განაგრძობენ. რუსული არმია ამ დრომდე სრულად ვერ აკონტროლებს უკრაინის იმ 4 ოლქს რომლებიც ცოტა ხნის წინ საკუთარ ტერიტორიებად გამოაცხადა. ოკუპანტები ბოლო 3 დღეა შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ ზაპოროჟიეს ოლქში. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქშიც.
