კალიფორნიაში ორ სხვადასხვა ადგილას სროლის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა
რვა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კრიტიკულია. თავდასხმები სან-ფრანცისკოს მახლობლად, ქალაქ ჰალფ მუნ ბეიში მოხდა. თავდასხმელი, 67 წლის ადგილობრივი, დაკავებულია. ბოლო სამ დღეში, ეს უკვე მეორე ინციდენტია კალიფორნიაში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
