კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმე
კაპიტოლიუმზე შტურმის მონაწილე, რომელმაც ნენსი პელოსის სამუშაო მაგიდასთან ფოტო გადაიღო, დამნაშავედ ცნეს. რიჩარდ ბარნეტი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი იყო. ის სხვა რამდენიმე ასეულ აქტივისტთან ერთად 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად კონგრესის შენობაში შეიჭრა. 62 წლის რიჩარდ ბარნეტი ოფიციალური პროცედურის შეფერხებაში, აკრძალულ ტერიტორიაზე იარღით შეჭრისა და სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით გაასამართლეს. კაპიტოლიუმზე შტურმის მონაწილეს სასჯელის ვადას 3 მაისს განუსაღზვრავენ.
