უკრაინის ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ , კირილ ტიმოშენკომ თანამდებობა დატოვა, წასვლის მიზეზი კი, არ დაუსახელებია. გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინელი სამხედროებისთვის საკვებ პროდუქტს, საცალო ფასზე გაცილებით ძვირად ყიდულობდა . ეს ბრალდება მან უარყო, თუმცა არმიის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. თანამდებობა დატოვა, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც ახალი წლის აღსანიშნად ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, თანამდებობებს დატოვებენ ენერგეტიკისა და სპორტის მინისტრები.
