ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში გაწევრიანებისთვის - განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. სპიკერმა ნედ პრაისმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. ამის მიზეზად კი, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან გამართული აქცია დაასახელა, სადაც აქტივისტებმა ყურანი დაწვეს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სტოკჰოლმში, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე ოფიციალური ანკარის პოზიციის გამო, საპროტესტო აქციები უკვე რამდენჯერმე გაიმართა.
