გივი მიქანაძე ევროსაბჭოს კომიტეტში
კომიტეტში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევაზეა პასუხისმგებელი, მუდმივ წევრად, გივი მიქანაძე დაამტკიცეს. მისი კანდიდატურა პოლიტიკურმა ჯგუფებმა: სოციალისტებმა, დემოკრატებმა და მწვანეებმა წარადგინეს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ კომიტეტის, ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. კომიტეტს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა 46 წევრი ქვეყნიდან ევალება. დღეს პოლონეთის მიერ წარდგენილი კანდიდატების განხილვა გაიმართება.