ხმაური ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე
ოზურგეთში, საკრებულოს სხდომაზე იყო ხმაური. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, " ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" სათამაშო საბრძოლო ტექნიკა, ტანკები და თვითმფრინავები გადასცა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პერფორმანსი სიმბოლოა იმისა, რომ ოპოზიცია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ვერ ეღირსება, სათამაშოები კი, შეუძლიათ შიდაპარტიული ბრძოლისას გამოიყენონ. დაპირისპირების გამო, სხდომაზე შესვენება ორჯერ გამოცხადდა.
