პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულებს არწმუნებდა, რომ როგორც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანს, 3 ათასი და 5 ათასი გადახდის სანაცვლოდ, ამავე უნივერსიტეტში სტუდენტების ჩარიცხვა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეეძლო. ასევე, ბრალდებული დაზარალებულებს ატყუებდა რომ თითქოს არსებული სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თბილისში ბინების მინიმალურ ფასად, დაახლოებით 7-11 ათასი ლარის სანაცვლოდ გადაცემა შეეძლო.
