ევროკავშირი უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდა
გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. შეთანხმებას დაეთანხმა უნგრეთიც, რომელმაც მანამდე პაკეტი დაბლოკა, თუმცა ოფიციალურმა ბუდაპეშტმა, უფრო მეტ სანქციებთან, განსაკუთრებით ისეთთან, რომელიც რუსეთთან ბირთვულ ენერგიაში თანამშრომლობას შეზღუდავს, თავისი წინააღმდეგობა დააფიქსირა. მინისტერიალზე ასევე დამატებით , 45 მილიონი ევრო დაამტკიცეს, უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელი მისიის არალეტალური აღჭურვილობისთვის.
