ნიკა მელია დავით კეზერაშვილსა და მის კლანს პასუხობს
ინფორმაციას, რომ მელია კეზერაშვილის ნაჩუქარი ავტომობილით დადის არ ადასტურებს. მელიას განმარტებით, ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. წერს, რომ ის მხოლოდ სარგებლობდა იმ ავტომობილით, რომელიც პარტიას, კობა ნაყოფიას თხოვნით, ზაზა ოქუაშვილმა ათხოვა. ნიკა მელია წერს რომ კონკურენტებმა გადაუკვეთავი არცერთი წითელი ხაზი აღარ დატოვეს. შიდაპარტიული არჩევნები კვირის ბოლოს გაიმართება. მმართველი გუნდი კი "ნაციონალური მოძრაობის" დაშლას აანონსებს.
