გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდ ორის“ ტიპის ტანკების გადაცემას არ ჩქარობს
გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდ ორის“ ტიპის ტანკების გადაცემას არ ჩქარობს. იქცევა თუ არა „ლეოპარდები“ ბერლინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის საბაბად, ამ კითხვაზე პასუხს ეძებს ორი დღეა გერმანული მედია. მიუხედავად დასავლელი პარტნიორების წნეხისა, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ამ ნაბიჯის ყველა დადებითი და უაროფითი მხარე უნდა გაითვალისწინოს. უკრაინის მთავრობა კი დასავლეთს აჩქარებს., კიევს რუსული იერიშების მოსაგერიებლად ზამთარში ტანკები და დიდი ოდენობით მძიმე ტექნიკა სჭირდება. ლიეტუვა და პოლონეთი მზად არიან კიევს საკუთარ არსენალიდან „ლეოპარდები“ ბერლინის თანხმობის გარეშე გადასცენ.
