"ხალხის ძალა" სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვას ითხოვს
კიდევ ერთ კამპანიას ამხელს „ხალხის ძალა“. მოძრაობა ქართული მართლმსაჯულების ხელში ჩაგდების მცდელობის შესახებ წერს და დაინტერესებულ მხარედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლობას ასახელებს. განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ამ შტოს გაკონტროლება ამერიკის საელჩოს სურს და მიზნის მიღწევას „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტით ცდილობს. რატომ დუმდა დიპლომატიური სამსახური მაშინ, როდესაც სისტემა სრულად კონტროლდებოდა, და როდის დაიწყო კრიტიკა - მძიმე ბრალდებების ადრესატთაგან საუბარი არავინ ისურვა
