საგარეჯოში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამართალდამცველს ხვალ მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ
საგარეჯოში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამართალდამცველს ხვალ მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ. მანამდე ვაზისუბანში, მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვილდზე საქართველოს პრემიერ მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ. 37 წლის ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი და პოლიციის უფროსი ლეიტენანტი იყო. მას ცოლი და ორი შვილი დარჩა.
