ხარკოვის მერი და ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკრაინაში გაგაზავნილი გენერატორებისთვის ქართულ მხარეს მადლობის წერილებს უგზავნიან
ხარკოვის მერი და ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უკრაინაში გაგაზავნილი გენერატორებისთვის ქართულ მხარეს მადლობის წერილებს უგზავნიან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს . უწყების ცნობით საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელისადმი გამოგზავნილ წერილშია აღნიშნულია, რომ ხარკოვისა და ლვოვის მუნიციპალიტეტები მადლიერი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეხმარება მათ არსებული გამოწვევების დაძლევაში.
