"მწვანე კვირეული 2023"
ქართულ სტენდზე 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან. ქართველი მეწარმეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს ქართულ ღვინოს , ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და სხვადასხვა არაერთი ქართულს პროდუქციას აცნობენ. „მწვანე კვირეული" მთავარი მიზანი თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა.