"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირებაც მწვავდება
თავმჯდომარეობის კანდიდატები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ და ადანაშაულებენ. როგორც ცნობილია ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი ნაციონალურმა მოძრაობამ 13 იანვრიდან გამოაცხადა. ხმის მიცემა 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. კენჭისყრა ფარული იქნება. პროცესში მონაწილეობის უფლება აქვთ ენმ-ის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან.
